ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კიტეიშვილის "შტურმმა" ევროპა ლიგაზე პოლონეთში გაიმარჯვა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე ტურში, D ჯგუფში, „შტურმმა“ გასვლაზე „რაკუვს“ 1:0 სძლია.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა 76-ე წუთამდე ითამაშა. ის აქტიური იყო, ერთხელ ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგ კი გატანა მეკარემ არ დაანება.

„შტურმი“ 3 ქულით მესამე ადგილზეა და ტურნირზე შემდეგ მატჩს 26 ოქტომბერს სახლში „ატალანტასთან“ გამართავს.

სოსნოვეცი. „არსელორმიტალ პარკი“
რაკუვი - შტურმი 0:1
გოლი: ბოვინგი (21)