"ნაპოლიში" მისი მომავალი ბუნდოვანია, ერთ-ერთმა კლუბმა სეზონში 10 მილიონი ევრო შესთავაზა" - იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე არაერთი შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Canale 21-ის ჟურნალისტი მარკო ჯორდანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "კვარას" მომავალი "პარტეოპეის" რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ქართველის წარმომადგენლებსა და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

"კვარაზე" ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს. რამდენიმე თვის წინ ხვიჩას მამამ და აურელიო დე ლაურენტისმა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს. იტალიელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა შემტევის ხელფასი გაორმაგდებოდა და დაახლოებით 2.5 - 3 მილიონ ევრომდე გაიზრდებოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

"ნაპოლიმ" ზაფხულში, ოსიმენის მსგავსად, კვარაცხელიას შესახებაც შეთავაზებები მიიღო, ტრანსფერი არ შედგა, რადგან წინადადებები 100 მილიონ ევროზე ნაკლები იყო.

გარწმუნებთ, რამდენიმე კლუბმა ხვიჩას ანაზღაურების სახით სეზონში 7, 8 და 10 მილიონი ევროც კი შესთავაზა. დე ლაურენტისსა და ხვიჩას წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა იძაბება, რადგან აურელიო არ გახლავთ პიროვნება, რომელთანაც ულტიმატუმების ენით საუბარი მისაღებია.

"ნაპოლი" ხვიჩას შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს", - განაცხადა ჯორდანომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბადრი კვარაცხელიამ და მამუკა ჯუღელმა Calcionapoli24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ხვიჩა "ნაპოლიში" ბედნიერია და კლუბიდან წასვლას არ განიხილავს.

altgoal.com: კვარაცხელიასთვის ნორვეგია პირველი შანსია და შემდეგ კი არ შეყოვნდება, არამედ გაფრინდება

alt"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ

altAS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს

altხვიჩა კვარაცხელია: ქართველი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში აგრძელებენ კარიერას - ეს ნაკრებზეც აისახება

მკითხველის კომენტარები / 43 /
კვარაცხელიას ჰეითერებო!!!არც ერთ ქართველ სპორტსმენს არ იცნობენ მთელ მსოფლიოში ისე,როგორც კვარაცხელიას,არც ერთი სპორტსმენი არ უყვართ ისე როგორც კვარაცხელია,არც ერთ სპორტსმენზე ამდენს არ ლაპარაკობენ მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავები,არც ერთზე არ წერენ ამდენს ავტორიტეტული გამომცემლობები,არც ერთ სპორტსმენს არ ყავს სოციალურ ქსელებში ამდენი მიმდევარი,არც ამდენი ჰეითერი არ ყავთ,ჰოდა კვარაცხელია მიხედავს თავის ცხოვრებას და თქვენ კიდე თქვენ ხელმოცარულ ცხოვრებას მიხედეთ!!!!!კიდევ ბევრჯერ გაუთქვამს ამ ქვეყანას სახელს მთელ მსოფლიოში და ჩამორეცხავს იმ სამარცხვინო სახელს რასაც ქართველები ამკვიდრებენ სხვადასხვა ქვეყნებში.ვისაც შეუძლია კვარაცხელიაზე მაგარი სახელის მოხვეჭა გზა ხსნილია,მიდით და ამაში შეეჯიბრეთ ართმანეთს და არა ჰეითერობაში!!!!!!!!!წარმატებები❤️
გიორგი
13:56 12-09-2023
2
რა ულტიმატუმი უნდა წაუყენო ლავრენტი ბაბუა თავისი პოზიციიდან გამომდინარე მართალია რადგან თავში იყო შეცდომა დაშვებული როცა კონტრაქტს მოაწერეს ხელი და თუ დათმობაზე წავიდა მადლობა უთხარით
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული