მიქაუტაძე ამსტერდამში მიფრინავს და მალე "აიაქსის" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
"მეცის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ რამდენიმე სატრანსფერო ვარიანტიდან "აიაქსი" აირჩია, - ამის თაობაზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

მიქაუტაძე კერძო თვითმფრინავით სასწრაფოდ ამსტერდამში გაფრინდება, სადაც ხვალ დილით სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

უცნობია, რა თანხა დაუჯდება "აიაქსს" ქართველის შეძენა და დაუტოვებს თუ არა იჯარით "მეცს". ამის სურვილი ფრანგული გუნდის მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ გამოთქვა.

"აიაქსში" გიორგიმ მოჰამედ კუდუსი უნდა შეცვალოს, რომელიც "ვესტ ჰემმა" 40 მილიონ ევროდ შეიძინა. ამსტერდამული კლუბის გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მიქაუტაძის ტრანსფერს განიხილავენ და კლუბის ხელმძღვანელობას არჩევანს უწონებენ.

Football Today აღნიშნავს,
რომ ამ ზაფხულს "აიაქსი" ძალიან გაახალგაზრდავდა, რაც სებასტიან ალერი წავიდა, ბომბარდირი არ ჰყავს და მიქაუტაძის სახით, შესაძლოა, მისი მემკვიდრე დაიმატონ.

მკითხველის კომენტარები / 52 /
ეხლა ისე არ გაიგოთ, მიქაუტაძე მაგრა მევასება ძალიან მაგარია აი მამულიშვილი რასაც ქვია. მაგრამ ეს აიაქსი ძაან არ გამისწორდა და არ ვგიჟდები მაგ ტრანსფერზე, ქვემოთ როგორც უხარიათ ბევრ ვითომ აზზე მყოფ ტოტალური Fუტბოლის ფილოსოფოსებს. იმენა არაა ტოპ ლიგა ეს ჰოლანდია და შეე@ ით თუ გინდა, ველოდებოდი ინგლისში ან იტალიაში გადავიდოდა ან საფრანგეთში უკეთეს გუნდში. და უცებ ეს აიაქსი ეხლა, ტვენტეებს და ალკმაარებს უნდა ეთამაშოს კარგით რა მართლა ვერ გავცდით ამ აიაქსებს და ვიტესებს ბლ*ად. არ ვიცი მიდი ძმაო რა ტემპი არ დააგდო იქნება სუარესის გზა არ გაიარო მარა ერთი სული მაქ როდის წამოხვალ მაქედან
0
ძალიან კარგი ვარიანტია! ამ ეტაპზე მისთვის ჰოლანდიური ჩემპიონატის სტილი ყველა მისადაგებული შეიძლება აღმოჩნდეს და პოტენციალის სრულად წარმოჩენაში დაეხმაოროს, მერე რა იქნება ეგ მალევე გამოჩნდება :)
gogi
11:41 29-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული