ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ვალენსია" დაუსრულებლივ უტევდა, გამარჯვება კი "ოსასუნამ" მოიპოვა

AutoSharing Option
ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსია“ სახლში „ოსასუნასთან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმრები შეტევაში პასიურად გამოიყურებოდნენ, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, „ვალენსიას“ დაცვა ჩავარდა, სწრაფი კონტრიერიშისას კორეამ იბანიესი წააქცია და გიორგი მამარდაშვილს პენალტიდან გოლი ოროსმა გაუტანა. მასპინძლები ბევრს და უხიფათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ღამურები“ უპირატესობას ფლობდა, უფრო აგრესიულად მოქმედებდა, დურომ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა მან მე-80 წუთზე მეორე სართულზე გარსია დაჯაბნა და ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს "ვალენსია" შტურმზე გადავიდა, გერას გატანა მეკარე ერერამ არ დაანება,
კომპენსირებულ დროში კი ვიდალმა ალოგიკური გამარჯვება "ოსასუნას" მოუტანა.

„ვალენსია“ 6 ქულით მეექვსე ადგილზეა და 2 სექტემბერს გასვლაზე „ალავესს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 42 474 მაყურებელი
ვალენსია - ოსასუნა 1:2
გოლები: 0:1 ოროსი (23, პენ), 1:1 დურო (80), 1:2 ვიდალი (90+5)

ასევე დაგაინტერესებთ