ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"თუ ხვიჩა "რუბინში" ამას გააკეთებდა, "ნაპოლიში" არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიას შესახებ

AutoSharing Option
80-იანი წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა და ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის ავტორმა გია გურულმა რუსულ პრესასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ ჩვენებურმა სათამაშო სტილი შეიცვალა:

"როდესაც ხვიჩამ "ნაპოლიში" თამაში დაიწყო, ის პირველ მატჩებში ძველებურ სტილში ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ შეხვედრებში სიტუაცია შეიცვალა და ის ბურთს მხოლოდ ერთხელ ეხებოდა.

თუ "რუბინშიც" ასეთ სტილში ითამაშებდა, "ნაპოლიში" მას არავინ წაიყვანდა", - თქვა გურულმა.
ასევე დაგაინტერესებთ