ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩა, ვწუხვარ, გული ძალიან მწყდება..." - კულიბალი კვარაცხელიას შესახებ

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მცველმა კალიდუ კულიბალიმ Corriele Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა. როგორც მან განაცხადა, გული ძალიან სწყდება, რომ "პარტენოპეიში" ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშის საშუალება არ მიეცა.

მოგეხსენებათ, სენეგალელი იტალიური კლუბიდან მაშინ წავიდა, როდაც ქართველი "ნაპოლიში" გადაბარგდა. კულიბალიმ 1 სეზონი "ჩელსიში" დაჰყო, ახლა კი საუდის არაბეთს მიაშურა...

"ამბობენ, რომ გუნდი არასწორ დროს დავტოვე, მაგრამ მე მჯერა ბედისწერის და მჯერა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ, რომ კვარაცხელიასთან თამაშის საშუალება არ მომეცა.

ვიცი, რომ ჩემთან ერთად ასპარეზობა ხვიჩასაც ძალიან უნდო
და და ვწუხვარ, მისი სურვილი, რომ ვერ შევასრულე.

ის ძალიან ნიჭიერია, დრიბლინგებს აკეთებს, გოლი გააქვს, თამაშის თავის თავზე აღებაც შეუძლია და გუნდურად ასპარეზობაც.

ხვიჩა ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებს. მე მას დიდებულ კარიერას ვუსურვებ", - თქვა კულიბალიმ.

altკულიბალი: "კვარას" ვეკონტაქტები - სკუდეტოს საზეიმოდ ნეაპოლში გავიქცევი

ასევე დაგაინტერესებთ