"ხვიჩას ერთი გამორჩეული თვისება აქვს" - "ნაპოლის" ყოფილმა მწვრთნელმა კვარაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მწვრთნელმა ვალტერ ნოველინომ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში "პარტენოპეისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველში განსაკუთრებით ის თვისება მოსწონს, რომ ხშირად დრიბლინგის შესრულებას არ ერიდება და განსხვავებული თამაშის სტილი აქვს.

"ეჭვგარეშეა, რომ ლუჩანო სპალეტიმ "ნაპოლიში" უდიდესი სამუშაო შეასრულა. პირველი წელი მარტივი არ იყო, თუმცა ახალი ფეხბურთელების მოსვლის შემდეგ, ყველაფერი გამოსწორდა.

რაც შეეხება "კვარას", ქართველი გადამწყვეტი მოთამაშეა, მასში განსაკუთრებით მომწონს ის თვისება, რომ დრიბლინგის შესრულებას არ ერიდება და ფენომენალური გოლების გატანა შეუძლია", - განაცხადა ნოველინომ.

შეგახსენებთ, ნოველინო
"ნაპოლის" 1999/2000 წლებში წვრთნიდა.

altკვარაცხელიას სეზონის ბოლო მატჩის დღე, თასი, ჯილდოები და სპალეტის დამშვიდობება...

altსპალეტი: "კვარა" მარადონას უახლოვდება - ასეთი დრიბლინგი არასოდეს მინახავს

მკითხველის კომენტარები / 4 /
კვარას ზღვაზე დასვენება უნდა 2 კვირა და მერე ნიგერიელებიც აღიარებენ რო გაშავდება
Levani
20:12 04-06-2023
1
თუ ძმა ხარ იქებ ნიგერიელებს გააგებინო კვარას მოსვლის შემდეგ თუ რა გამოსწორდა გუნდში და როგორ გაიტანა ჩვენმა ძმამ ოსიმ, ის 25 გოლი.
მალხაზ ჯობავა
17:28 04-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული