კვარაცხელია, როგორც ბონუსი და პარტნიორების "იგნორირება" "ნაპოლიში"...

AutoSharing Option
როგორი გუნდია "ნაპოლი"? - სეზონის წინ ლიდერების გარეშე დარჩენილი და თითქოს აუტსაიდერობისთვის განწირული, რომელმაც ჩემპიონობა, ფაქტობრივად, ნაადრევად გაიფორმა (+16 ქულა 9 ტურით ადრე). ვერ ვიტყვით, რომ ლუჩანო სპალეტის ყველა რგოლი საუკეთესო ფეხბურთელებით ჰყავს დაკომპლექტებული, ამ ფონზე კი მათი წარმატება იქნებ კიდევ უფრო დასაფასებელია. ყველაფრის მიუხედავად, ამ გუნდმა თამასა ძალიან მაღლა ასწია, ისევე, როგორც მისმა თითოეულმა წევრმა (განსაკუთრებით, ხვიჩა კვარაცხელიამ). შესაბამისად, მათგან სეზონის ბოლომდე "ერთი ამოსუნთქვით" მისვლას ველოდით და პრობლემებზე ვრეაგირებთ. "ლეჩესთან" (2:1) მოგებულ შეხვედრაში სალაპარაკო ბევრი დაგროვდა, მით უმეტეს, ჩემპიონთა
ლიგის წინ...

სტანისლავ ლობოტკას ცუდი სათამაშო ფორმა საკმაოდ გაგრძელდა და ეს ახლა ნეაპოლელთა თამაშში ყველაზე მეტადაა შესამჩნევი. გასაგებია, მის ნეიტრალიზებაზე მოწინააღმდეგეები ბევრს მუშაობენ, თუმცა სლოვაკის კლასი და შესაძლებლობები აქამდე ამ ყველაფერზე მაღლა იდგა. სპალეტის გუნდი მის გარეშე მეტოქისთვის ბურთის ართმევას, გაკონტროლებასა და შეტევაში სწრაფად დაბრუნებას ვერ ახერხებს, თანაც, მათი მძლავრი პრესინგის პირობებში.

შექმნილ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფეხბურთელს, რომელიც უკანა ხაზსა და შეტევას ერთმანეთთან უნარიანად დააკავშირებს. პიოტრ ზელინსკი მსგავსი ფუნქციებით ვეღარ გამოირჩევა, უკანასკნელ მატჩში კი ეს საქმე ელიფ ელმასს დაევალა. "შვიდიანი" ბევრს მოძრაობდა, დაცვასთან ახლოს ტრიალი უწევდა. "ლეჩეს" ფეხბურთელების "დასჯა" სწრაფი კონტრშეტევებით იყო შესაძლებელი, მაგრამ ელმასმა ამას თავი კარგად ვერ გაართვა. როცა ნახევარდაცვა ერთიანი ძალებით არ მოქმედებს, ინდივიდუალური გადაბრალება მართებული არაა.

Sportall.Ge

კონტრშეტევებზე ხაზს მაშინ ვუსვამთ, როცა გუნდს პოზიციური იერიშები უჭირს. ამ დროს ხვიჩა კვარაცხელიას სახით მათ დიდი ბონუსი აქვთ. ამის გამოყენება ვერც მარიო რუის ფლანგური აქტივობებით მოხდა. სეზონის პირველ ნაწილში პორტუგალიელი შედეგიან პასებს ახორციელებდა, შეტევაშიც მეტ შანსს ქმნიდა, ახლა კი ვერც იმას ვიტყვით, დაცვაში გაუვალიაო და ვერც სივრცეების შეფასებით გვამახსოვრდება.

ყოველთვის ვცდილობთ, აკადემიურობა შევინარჩუნოთ და გულშემატკივრების მხრიდან ემოციურად ნათქვამი ეს თუ ის მოსაზრება ცხელ გულზე არ განვიხილოთ, თუმცა ის, რაც სერია "ა"-ს უკანასკნელ ტურში ვნახეთ, სპალეტის გუნდურობის ფილოსოფიას ანგრევს და ვერც სუბიექტურობას დაგვწამებთ. იყო ეპიზოდები, როცა კვარაცხელიას მიმართ პასის გაკეთება ნამდვილად იკითხებოდა და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. გასაგებია, ჯაკომო რასპადორისა თუ ჯოვანი სიმეონეს გოლის გემოს გახსენება და ფორმაში შესვლა სურთ, თუმცა ეს პარტნიორის "იგნორირებას" არ ამართლებს. ერთი შეხედვით ეგოისტურად მოფიქრალი ვიქტორ ოსიმენიც გუნდური მოთამაშეა და თანაგუნდელების ბურთით მომარაგებაზე უარს არასდროს ამბობს. არადა, ის ჩამოთვლილ ფორვარდებზე მაღლა დგას. ერთხელ "ნაპოლის" დამრიგებელმა თქვა, რომელიმე მოთამაშე პასს მაშინ თუ არ მიიღებს, როცა საჭიროა, სხვა შემთხვევაში თავადაც ისე მოიქცევაო და ერთიანობას სწორედ ეს ანგრევს. მხოლოდ ხვიჩაზე რომ არ ვისაუბრობროთ, ირვინ ლოსანოს მხრიდან რასპადორიზე არგაკეთებული პასი, რომელიც დიდი ალბათობით, გოლით დასრულდებოდა, ასევე გაუმართლებელი იყო.

არ ვამტკიცებთ, რომ ქართველი გარემარბი ყველა მატჩს ერთ დონეზე ატარებს, შეტევაში მას იქნებ მეტი სივრცის ათვისება/გამოყენება და ჩვეული სითამამით თამაში მოეთხოვებოდა, რაც თითქოს აკლდა, თუმცა, როცა შეიძლება ისეთი პასი მიიღოს, რომელსაც გოლად აქცევს, თვალს ვერ დავხუჭავთ.

Sportall.Ge

"კვარადონა" ართმევებზე პროდუქტიული ვნახეთ და პასის მაღალი კულტურაც რამდენჯერმე კვლავ გვაჩვენა. ჩვენებური ცენტრში გაცილებით უფრო მეტად შედიოდა, ვიდრე აქამდე გვინახავს და პარტნიორებს დროულად რომ შეემჩნიათ, მარჯვენა ფრთიდანაც აქტიურ იერიშს განახორციელებდა. თუნდაც იძულებით და ცოტა ხნით, თუმცა ხვიჩას ცენტრფორვარდად გამოყენება ის დამატებითი შესაძლებლობებია, რომლებიც სპალეტის შესაძლოა, დასჭირდეს, განსაკუთრებით, ლიგის პლეი-ოფებში და ოსიმენის (ისევე, როგორც სიმეონეს) ტრავმის ფონზე და მთავარი მწვრთნელი ამ ამბავს სათანადოდ დააკვირდებოდა...

იქნებ კრიზისთან საქმე მართლაც არ გვაქვს და სპალეტიმ "მილანთან" დაპირისპირების წინ გარკვეული სიახლეები და გეგმები არ გვაჩვენა, მაგრამ არის პრობლემები, რომელთაც ხელოვნურად ვერ დამალავ და გამოსწორება სჭირდება - გამწვავებელი პასების მეტად გაკეთება, ნაქები გუნდურობის დაბრუნება, ცენტრალურ მცველ ამირ რაჰმანის ფორმიდან ამოვარდნა თუ ნახევარდაცვაში მეტი კრეატივი იქნება. ნეაპოლური კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დგება!..

alt"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

alt"ოსიმენს მოედანზე მანქანით შესვლა სურდა" - რა თქვა სპალეტიმ "ლეჩესთან" მატჩის შემდეგ

altდიდი დარტყმა "ნაპოლის" - "მილანთან" მატჩის წინ სპალეტის გუნდში ცუდი ამბებია

მკითხველის კომენტარები / 21 /
დავასხი რუის სახეზე.. სიფათი აქვს ასახევი.. ასეთ ნაგავს კლასიან გუნდში არ უნდა აჩერებდნენ.. სპალეტის ვიწრო ტვინი დაკბინა კიდევ მაგის ძაღლმა - ოსიმენით ქაჩავდა ეგ "ჭ" კლასა.. არაფერი ტრენერი არ არის.. უაზროდ მოძუნძულე ძროხა ელმასი დატოვა და ხვიჩა გამოცვალა.. გავანგრიე ნეირონები მაგის..
gaga
17:42 13-04-2023
0
რადგან ხვიჩას ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის მოგება, ამიტომ ძალიან მინდა წარმატებას მიაღწიოს ამ ტურნირზე. გული დამწყდება თუ წელს იმედგაცრუებული დარჩება ამ ტურნირზე, თუმცა უკვე იმდენს მიაღწია და იმხელა მუხტი შეიტანა გუნდში, უზომოდ მიხარია ამის გამო. თვითონ კმაყოფილი რომ არ არის თავისი თავით, ეგ მისი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. ასეც უნდა იყოს.
გუშინ ვუყურებდი არსენალი-ლივერპულის თამაშს. არსენალი ჩემპიონი ხდება და ჩემპ. ლიგის წნეხი მოხსნილი აქვს, მხოლოდ ჩემპიონატზეა გადართული. რაღაც მომენტში კარგიც კია, როცა ამდენ ფრონტზე არ იბრძვი, მაგრამ როცა 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება შენი გუნდი, შენივე ძალისხმევით და სერია ა ს მოგებასთან ასე ახლოს არის, მეტი პირველ სეზონში რა უნდა გვინდოდეს გულშემატკივრებს არვიცი...
შარშან ამ დროს, როცა უდიდესი წნეხის მერე რუსეთს თავი დააღწია და საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა, როცა თამაშებს ველოდებოით ჩვენს ქალაქებში, რომ სტადიონზე წავსულიყავით და მისი თამაში გვენახა, ეს მომავალი მაინც გაურკვევლად გვეჩვენებოდა. მაშინ ვინმეს რომ ეთქვ, ჩენპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში ითამაშებს ხვიჩა და სერია ა ს მოგებასთან ძალიან ახლოს იქნებაო, ალბათ არ დავიჯერევდით.
აქ ვიღაცეები იმასაც წერდნენ, სკამზე დასაჯდომად მიჰყავთ და იქნებ ელმასი რომ დაიღლება მერე მისცენ შანსი ერთი 10 წუთითო. მოქმედებდა მაინც ეს ცუდი კომენტარები მაგრამ უკვე დავრწმუნდი რა მიზნითაც იყო დაწერილი. ახლაც არსებობს ის ხალხი, მაგრამ უკვე რა აზრი აქვს მათ კომენტარებს.
ასე რომ დაველოდოთ ჩეპიონთა ლიგის თამაშს და მზად ვიყოთ ყველანაირი შედეგისთვის. მილანს დიდი გამოცდილება აქვს ამ ტურნირზე, ნაპოლის არა. ამ სეზონში ნაპოლიმ და ხვიჩამ თქვეს უკვე თავიანთი სიტყვა თუმცა ლამაზი თამაშები ჯერ კიდევ წინაა...
Skeleton
13:19 10-04-2023
1

სიახლეები პოპულარული