ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში "აპოელის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა.

"აპოელი" ლარნაკაში აეკ-ს დაუზავდა (2:2), ქვილითაიამ კი 78-ე წუთამდე ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 23 მატჩში 6 გოლია.

"აპოელში" 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ლაშა დვალი, ხოლო ბუბა დაუშვილი სათადარიგო იყო.

"აპოელი" 62 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "არისს" 2 ქულით უსწრებს და 10 აპრილს "აპოლონს" უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ