ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩამ და მისმა ოჯახმა "ნაპოლიზე" არჩევანი ამ ორი მიზეზის გამო გააკეთეს" - ძაკარდო კვარაცხელიას "პარტენოპეიში" ტრანსფერზე

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე საფეხბურთო აგენტმა კრისტიან ძაკარდომ თქვა, თუ რატომ აირჩია ხვიჩა კვარაცხელიამ თავის მომავალ გუნდად "ნაპოლი".

"ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელთან და მის გარემოცვასთან საუბრის შემდეგ ყველა ერთად შევთანხმდით, რომ არჩევანი "ნაპოლი" იქნებოდა, თანაც გუნდის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი კვარაცხელიათი სერიოზულად იყო დაინტერესებული და ფეხბურთელზე ცნობებს აგროვებდა.

რატომ გააკეთეს "კვარამ" და მისმა ოჯახმა არჩევანი "ნაპოლიზე"? - ეს სერიოზული კლუბია, რომელმაც ახალგაზრდების დაფასება იცის.

მეორე მიზეზი კი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტია, რომელსაც შეუძლია ფეხბურთელს ბევრი ასწავლოს და მისი ხელმძღვანელობით
ხვიჩამ ბევრი რამ აშკარად გააუმჯობესა", - თქვა ძაკარდომ Gazzetta dello Sport-თან.
ასევე დაგაინტერესებთ