ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა ჩეხეთის ჩემპიონატში

AutoSharing Option
ჩეხეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილის „ზლინი“ სტუმრად ფრეს დასჯერდა „იაბლონეცთან“ (2:2), ქართველმა ლეგიონერმა კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მე-20 წუთზე გაიტანა, 52-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა და „იაბლონეცი“ 2:0 დაწინაურდა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

ჭანტურიშვილმა ამ სეზონში ქვეყნის პირველობაზე 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო „ზლინი“ 14 ქულით ბოლოსწინა, მეთხუთმეტე ადგილზეა და 11 თებერვალს „ტეპლიცეს“ უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ