ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ეს ყველასათვის გაკვეთილი უნდა იყოს: იდეა ფულზე მეტი ღირს" - არიგო საკი "ნაპოლით" აღფრთოვანებულია

AutoSharing Option

"მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ Il Mattino-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ნაპოლის" გულშემატკივრობს და ამ გუნდის თამაშით აღფრთოვანებულია. გთავაზობთ ამონარიდს:

"ეს "ნაპოლი" შოუა და ისეთ ლეგენდარულ გუნდებს უახლოვდება, როგორებიც მიხელსის "აიაქსი", გვარდიოლას "ბარსელონა" და "მილანი" იყვნენ. მათი მატჩების ყურებით არასოდეს არ დავიღლები.

ეს ყველასათვის გაკვეთილია: იდეა ფულზე მეტი ღირს. რაც ამ ზაფხულს დე ლაურენტისმა გააკეთა, რაღაც წარმოუდგენელია: ნახევრად უცნობი ფეხბურთელებით პროექტი შექმნა. დანარჩენი გენიალურმა სპალეტიმ განახორციელა. როგორც მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში უნდა გავიდნენ.

"კვარა", ოსიმენი და ლობოტკა ძალიან
ძლიერები არიან და დარწმუნებული ვარ, ასეთივე ფენომენალურები იქნებიან, როგორც ახლა არიან. "იუვენტუსთან" "კვარას" გოლზე ისე დავიყვირე, ჩემს მეუღლეს შეეშინდა და დამიყვირა: "არიგო, რა ხდება?".

ასევე დაგაინტერესებთ