ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ფანცულაია ყაზახეთში ცხადაძის გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
28 წლის თავდამსხმელ გიორგი ფანცულაიას ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა და ყაზახეთის აკტაუს "კასპიიში" გადავიდა, - იტყობინება Sports.kz კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით.

"კასპიიმ", რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა და რომელსაც 13 ნოემბერს კახა ცხადაძე ჩაუდგა სათავეში, ფანცულაიას ხელშეკრულება გაუფორმა.

SportХ.kz-ის ცნობით, ცხადაძემ ფანცულაიას გადაყვანის გამო უარი თქვა მეორე ქართველი ლეგიონერის, "აკჟაიკის" ბომბარდირის, თომა ტაბატაძის ტრანსფერზე.