კვარაცხელია: ჩემი თამაშის შესწავლა მეტოქეებს არაფერში გამოადგებათ

AutoSharing Option
ტელეკომპანია DAZN-მა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ("მე ვირჩევ კვარადონას") მცირე ნაწყვეტით დააანონსა, რომელშიც ქართველი თავის სათამაშო მანერაზე საუბრობს:

"ჩემი დრიბლინგი? ეს ის არ არის, რასაც ვიდეოს ყურებით ისწავლი, ვერც ვარჯიშით. ყველას, ვინც ამის გაანალიზებას ცდილობს, ეს არასოდეს გამოადგება. აგიხსნით: ჩემს თავზე ბევრს ვმუშაობ, ყოველთვის ახალ სვლებსა და გადაწყვეტილებებს ვეძებ, რათა მეტოქეთათვის კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გავხდე".

ინტერვიუ ეთერში სრულად 28 დეკემბერს გავა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
სკუდეტო და ლიგაც!!!ღმერთო ამას მოგვასწარი!!წარმოდგენაც კი მიჭირს რამხელა სიხარული და სიყვარული გააერთიანებს მთელ ქვეყანას!!! ხვიჩა ღმერთი გფარავდეს ჯანმრთელობა არ მოგაკლოს ღმერთმა ეს რა შეძელი რა ბუნების და რა გულის კაცი ყოფილხარ,ემოციები აღარ მაძლევს საშუალებას დალაგებულად გამოვხატო რასაც ვგრძნობ მეც და მთელი ქვეყანა ,ერთია კარგი თამაში მაგრამ შენი საუბრები ქცევები ადამიანების უსაზღვრო სიყვარული მართლა გამაოგნებელიაა!!!ვენაცვალე შენს ლამაზ დზ ძალიან ღირსეულ ოჯახს ასეთი რომ გაიზარდე ძალიან გვიყვარხარ ძალიან!! წინ გამარჯვებისკენ!
ზაზა
20:05 28-12-2022
0
როგორ მინდა 4 ში ნაპოლის თამაშზე დასწრება !...
როგორ
21:52 27-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული