ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბერიძემ თურქეთში კვლავ გაიტანა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის მეშვიდე ტურში თავი „ანკარაგიუჯიუს“ შემტევმა გიორგი ბერიძემ გამოიჩინა.

ანკარულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა „სივასპორი“. ბერიძემ ანგარიში მეორე წუთზე გახსნა და 79-ე წუთზე შეცვალეს. გიორგის მეორე გოლშიც მიუძღვის წვლილი - მის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და ალი სოუმ ბურთი ცარიელ კარში შეაგდო. ქართველის ანგარიშზე 6 მატჩში 3 გოლია.

„ანკარაგიუჯიუს“ 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 4 ქულით მე-16 ადგილზეა და 1-ელ ოქტომბერს „ისტანბულს“ უმასპინძლებს.