ჯეიმი კარაგერი ხვიჩას აქებს და რამდენიმე სეზონში პრემიერლიგაში თამაშს უწინასწარმეტყველებს

AutoSharing Option
ჯეიმი კარაგერმა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მშვენიერი შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" "კვარა" ბათუმის "დინამოდან" 9 მილიონ ფუნტად შეიძინა, სადებიუტო თვეში კი მთელი იტალია მისი დიდებულებით მოიხიბლა.

გაუტანა ვერონას "ჰელას", 2 გოლი "მონცასთან", ასისტი "ლივერპულთან" და გაბრუებული ალექსანდრ არნოლდი. იყო ყუმბარისებური გასროლა "ლაციოსთან" და მშვენიერი თამაში "რეინჯერსთან".

ამ ყველაფრის შემდეგ ექსპერტმა ჯონათან ვუდგეიტმა ქართველ შემტევზე ისაუბრა:

"იმედგაცრუებული ვარ, რომ კვარაცხელია წავიდა, რადგან მისი თამაშით ვტკბებოდი. მისი სისწრაფე, ძალა... ხვიჩას სურს, რომ მოედანზე ყველა დაამარცხოს. ვფიქრობ, "კვარა" ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია,
რომ რამდენიმე წლის შემდეგ პრემიერლიგაში გადმოვიდეს. წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს".

ქართველი შემტევი "რეინჯერსთან" მატჩში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ვერ გაიტანა გოლი, ვერც ასისტი, თუმცა თავისი შესაძლებლობების ის პროცენტული მაჩვენებელი აჩვენა, რაც "ნაპოლის" გამარჯვებისთვის საკმარისი იყო.

ალბათ, ყველას გახსოვთ ეს ეპიზოდი: ოსტატურად გაიგდო, დაასწრო მცველს, რის შემდეგაც ჯეიმს ტავერნიემ უკნიდან დაიჭირა, თორემ ვინ იცის... რა გვაჩვენა ამ მომენტმა? მიუხედავად იმისა, რომ არ გავიდა გოლი, არც კარში დარტყმულა, "კვარამ" მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს დაანახა, რომ მისი შეჩერება მწვანე მინდორზე ურთულესია.

ჯეიმი კარაგერმა კვარაცხელია შეაქო

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ვუდგეიტის აზრი გაიზიარა და ხვიჩა შეაქო. ექსინგლისელმა ფეხბურთელმა ქართველს "ფეთქებადი ტალანტი" უწოდა. ამასთან ერთად, დასძინა, რომ დღესდღეობით ხვიჩა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია.

"ის შესანიშნავია იყო. საინტერესოა, რამდენ ხანს დარჩება ნეაპოლში".

ყველაფრის შემდეგ ჯეიმიმ "ტოტენჰემსა" და "ლიდსს" წაკბინა. მოგეხსენებათ, პრემიერლიგური გუნდები კვარაცხელიას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მის შეძენაზე უარი განაცხადეს, რადგან საბაზრო ღირებულება 13.5 მილიონი ფუნტი იყო. თუ ახლა ისევ დაინტერესდებიან ხსენებულ თანხაზე, ბევრად მეტის გადახდა მოუწევთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორივე გუნდს ქართველის გაფორმება გაუჭირდება, "ტიფოზები" ხომ ხვიჩას დიეგო მარადონას მემკვიდრედ მოიხსენიებენ... თუ წასვლაა სადმე, დიდ გუნდს უნდა ველოდოთ, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა...

მომზადებულია platformania-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 25 /
ინგლისელები ხელმოცარულები არიან! სინამდვილეში, ფეხბურთის მსგავსი სპორტის სახეობა მექსიკაში მოიგონეს და ინგლისელებმა პლაგიატს მიმართეს, ვითომ ფეხბურთის გამომგონებლებმა!
ლაშა
10:00 17-09-2022
1
არცერთი პერსპექტიული ამომავალი ვარსკვლავი ინგლისში არ წასულა მესის ჩათვლით და არც კვარა აპირებს პრემიერლიგაში წასვლას, მისი ოცნება რეალში თამაში იყო! ჰალანდმა ისევე, როგორც სალაჰმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, პირველი მაქსიმუმ 2 წელიწადში დაიკარგება, მეორე უკვე დაიკარგა!
ლაშა
09:46 17-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული