სანტიაგო კანისარესი: თუ გიორგი ასე თამაშს გააგრძელებს, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდება

AutoSharing Option
"ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია. მიუხედავად "ღამურების" ცუდი დასაწყისისა, ქართველი მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა და ესპანურ პრესაში მის კარგ თამაშს ხშირად აღნიშნავენ.

ამჯერად გიორგის შესახებ ლეგენდარული ესპანელი მეკარე სანტიაგო კანისარესი საუბრობს. "ვალენსიას" ყოფილი მეკარე თვლის, რომ გიორგის შეუძლია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.

"ვშიშობ, თუ გიორგი ტრავმას მიიღებს, დიდი პრობლემები შეგვექმნება. თუ ქართველი ასე თამაშს გააგრძელებს, უდავოდ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდება. ქულების დაკარგვისგან ბევრჯერ გვიხსნა. მისი ფასი სატრანსფერო ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა კანისარესმა.

შეგახსენებთ, "ვალენსია" 5
ტურის შემდეგ 6 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს. ჯენარო გატუზოს გუნდი მორიგ შეხვედრას 17 სექტემბერს "სელტას" წინააღმდეგ გამართავს.

alt10-ჯერ გაზრდილი ხელფასი - მამარდაშვილი "ვალენსიასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს



მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია, რომ უფასებენ. ჩვენც ეგ გვინდა და თანაც ძალიან! :)
გიო
20:14 14-09-2022
0
გახდება კიდეც
beqa
17:59 14-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული