ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ვალენსიამ" სოლერი გაყიდა, მამარდაშვილი კი პირველ გუნდში დაარეგისტრირა

AutoSharing Option
"ვალენსიამ"  გიორგი მამარდაშვილი პირველ გუნდში დაარეგისტრირა. აქამდე ის ოფიციალურად მეორე გუნდის მეკარედ ითვლებოდა, ახლა კი ხელშეკრულებას 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ და მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევრო იქნება.

"ვალენსიამ" 27 წლის ნახევარმცველი კარლოს სოლერი პსჟ-ს 18 მილიონად მიჰყიდა და კიდევ 3 მილიონს ბონუსების სახით მიიღებს. გასულ სეზონში მან ლა ლიგის 32 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 30 აგვისტოს სოლერმა "ღამურებში" ბოლო შეხვედრა "ატლეტიკოსთან" ჩაატარა და ანტუნ გრიზმანმა მისგან რიკოშეტით გამარჯვების გოლი გიტანა.

"რომამ" 23 წლის
ნიდერლანდელი ნახევარმცველი ჯასტინ კლუივერტი ამჯერად იჯარით "ვალენსიაში" კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით გაუშვა. გასულ სეზონში მან "ნიცაში" 24 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ვალენსიამ" "ბარსელონას" აღზრდილ 19 წლის ნახევარმცველ ილაიშ მორიბას იჯარა ერთი წლით გაუხანგრძლივა.

ასევე დაგაინტერესებთ