ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა

AutoSharing Option
სპორტულმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიმ РИА Новости-სთან საუბარში კვირის მთავარი საფეხბურთო მოვლენები მიმოიხილა. ის გია გრიგალავას "ხიმკისა" და სკა-ს მატჩში მომხდარ ინციდენტსაც შეეხო, სადაც ქართველი ფეხბურთელიც ფიგურირებს.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში "ხიმკის" მეკარე ილია ლანტრატოვმა ბურთის მიმწოდებელ ბიჭს ხელი უბიძგა, რადგან მას დრო გაჰყავდა, ეს კი ერთ-ერთმა ადამიანმა კამერით გადაიღო. ამის დანახვაზე კი გრიგალავამ ვიდეოს გადამღებ ადამიანს უყვირა და უცენზურო სიტყვებით მიმართა.

საბოლოოდ, ლანტრატოვი 50 000 რუბლით დააჯარიმეს, ჩვენებურის "ხიმკიმ" კი რუსეთის პრემიერლიგაში დასარჩენ 2-მატჩიან დაპირისპირებაში სკა 3:1 დაამარცხა და მომავალ წელს
კვლავ უძლიერესთა შორის იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ