ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
32 წლის მცველი გია გრიგალავა კარიერას რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "ხიმკიში" გააგრძელებს.

გრიგალავა მოსკოვის ოლქის გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა და პრემიერლიგის საიტზე ამ კლუბის შემადგენლობაში დაარეგისტრირეს.

"დღეს "ხიმკიმ" განაცხადში მცველი გია გრიგალავა შეიყვანა. პრემიერლიგის საიტზე ის წარმოდგენილია, როგორც რუსი ფეხბურთელი, მაგრამ სინამდვილეში ლეგიონერია, ვინაიდან საქართველოს ნაკრებში თამაშობს", - წერს "სპორტ-ექსპრესი".

გრიგალავამ ტულის "არსენალი" ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ იანვრამდე უგუნდოდ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ