ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართველების შაბათი - ორმა ლეგიონერმა გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში ავთო ებრალიძის "დოქსა" "პაფოსს" დაუზავდა - 1:1. ქართველმა ლეგიონერმა 27-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა და მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.


ებრალიძე მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა, შესვენების შემდეგ კი შეცვალეს. "დოქსას" 6 ქულა აქვს, სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ოქტომბერს, "არისს" ესტუმრება.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში მერაბ გიგაურმა გაიტანა და "კეშლას" პირველი გამარჯვება მოუპოვა. 28 წლის ფეხბურთელმა მასპინძლები უკვე მე-3 წუთზე დააწინაურა.


ქართველი ლეგიონერის გუნდმა "საბაჰის" კარი 95-ე წუთზე მეორედ აიღო და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ცოტათი გაიუმჯობესა. 

16
ოქტომბერს "კეშლა" "სებაილს" სტუმრად დაუპირისპირდება.

alt"სამპდორიაში" ჩაშლილი ტრანსფერი, ნაკრებში თამაშის იმედი - ინტერვიუ ავთო ებრალიძესთან...

altებრალიძე პორტუგალიიდან კვიპროსში და ლუქსემბურგელებთან შეუთანხმებლობა