ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზურაბ ცისკარიძე კარიერას ფინეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
33 წლის ქართველი მცველი ზურაბ ცისკარიძე ფინეთის როვანიემის "როპსში" ჩაირიცხა.

"გუნდს გამოცდილი ქართველი გააძლიერებს, რომელიც ორშაბათს შემოგვიერთდა. საქართველოში დაბადებულ და პოლონეთში გაზრდილ ფეხბურთელს ამერიკული პასპორტი აქვს, რამდენიმე ქვეყანაში თამაშობდა, ბოლოს შვედეთსა და საუდის არაბეთში ასპარეზობდა. ის მარცხენა მცველია. ცისკარიძე "ლეგიაში" ვარჯიშობდა, 15 წლის ასაკში კი ბრაზილიაში გადაბარგდა. თითქმის ყველა კონტინენტზე ასპარეზობდა. ზურაბი ჩვენთან დაცვის ლიდერი იქნება", - წერს კლუბის საიტი.

ცისკარიძეს საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.