ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

voetbalkrant-მა ლუკა ზარანდია წარუმატებელი ტრანსფერების ათეულში შეიყვანა

AutoSharing Option
ბელგიურმა voetbalkrant-მა პირველ დივიზიონში ზაფხულში განხორციელებული 10 წარუმატებელი ტრანსფერი დაასახელა, "ზულტე-ვარეგემის" ქართველი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია სიაში მეშვიდე ადგილზე გაიყვანა და ასე დაახასიათა:

"ქართველ გარემარბს გუნდში კონკურენციის დაძლევა გაუჭირდა. მწვრთნელი ფრენკი დური კიდევ ათამაშებს, მაგრამ ჯერ იმედებს ვერ ამართლებს. ისიც სათქმელია, რომ ზარანდია მხოლოდ 23 წლისაა და ძალიან ბევრი კონკურენტი ჰყავს (სადიო ბერაინო, ჯანი ბრუნო)".

ზარანდია "ზულტე-ვარეგემში" პოლონური "არკადან" გადავიდა და ჩემპიონატის 17 მატჩში ჯერ გოლი არ გაუტანია.