12 მაისს, ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა "აუსტრიასთან".
ამ შეხვედრაში ანგარიში კიტეიშვილმა გახსნა, მაგრამ შემდეგ მისმა გუნდმა 3 გოლი გაუშვა და დამარცხდა.
ოთარმა მიმდინარე პირველობის 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
"შტურმი" 24 ქულით საჩემპიონო ექვსეულში მე-4 ადგილზეა და 19 მაისს ლიდერ "ზალცბურგს" უმასპინძლებს.
გრაცი. "მერკურ არენა". 8 168 მაყურებელი
შტურმი - აუსტრია 1:3
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (29), 1:1 გრუნვალდი (33), 1:2 გრუნვალდი (57), 1:3 მონშეინი (85)