ბუბა დაუშვილი ყაზახეთის ჩემპიონატში ითამაშებს

AutoSharing Option
ქართველი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის ბინადარ პავლოდარის "ირტიშში" განაგრძობს.

ყაზახური მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი "ირტიშის" შემადგენლობაში უკვე ჩაირიცხა, თუმცა ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

დაუშვილი ბოლოს უნგრული კლუბის, "დიოშდიორის" ღირსებას იცავდა, იქამდე კი ლვოვის "კარპატიში" ირჯებოდა.

მის გარდა, "ირტიშმა" კიდევ ერთი ნახევარმცველი, ავრემია ადრიანი დაიმატა.

"ირტიშმა" ყაზახეთის ჩემპიონატი 48 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული