ლეგიონი გუშინ: ყაზაიშვილის გოლი აშშ-ში და არაბულის პენალტი უნგრეთში [VIDEO]

AutoSharing Option
19 და 20 აგვისტოს ქართველი ლეგიონერების გუნდების მატჩები გაიმართა.

აშშ. MLS
დღეს გამთენიისას ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ" "ფილადელფიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა. ყაზაიშვილი, რომელმაც მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო შეხვედრაში პირველი გოლი მე-3 წუთზე გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა. ყაზაიშვილისთვის ეს მეორე ამერიკული გოლია.



ესპანეთი. სეგუნდა დივიზიონი
გიორგი აბურჯანიას "სევილია B" "ოსასუნას" ესტუმრა. მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. აბურჯანია მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა
გიორგი ჭანტურიშვილი "ტრნავა" მე-5 ტურში შინ "სლოვანთან" ანგარიშით 1:2 დამარცხა. ჭანტურიშვილმა სრულად ითამაშა.

გიორგი ბერიძის "ტრენჩინი" ასევე
შინ დამარცხა. "მიჩალოვცესთან" მატჩში ბერიძე მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა.

რუსეთი. პრემიერლიგა
"ურალისა" და მოსკოვის ცსკა-ს შორის მე-7 ტურის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა. გიორგი ჭანტურია მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა.

ჯანო ანანიძის "სპარტაკმა" საბა კვირკველიას "ლოკომოტივს" უმასპინძლა. მოსკოვურ დერბიში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ, რომლებმაც მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხეს. ანანიძე 49-ე წუთზე გამოცვალეს, ხოლო კვირკველიამ სრულად ითამაშა.

ყაზანის "რუბინმა" შინ 6:0 გაანადგურა ჯაბა ლიპარტიასა და გიორგი ლორიას "ანჟი". ლორია განაცხადში არ იყო, ხოლო ლიპარტია მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა.

რუმინეთი. ლიგა 1
აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" მე-7 ტურში "ტიმიშოარასთან" 0:2 დამარცხდა. ხუბუტიამ სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

პოლონეთი. ეკსტარკლასა
პოლონეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ლაშა დვალის "პოგონმა" სტუმრად ლუკა ზარანდიას "არკა" 3:0 დაამარცხა. დვალმა სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ზარანდიას ტრავმა აქვს.

ნიკა კაჭარავას "კორონა" სტუმრად "პიასტთა" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. კაჭარავა მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, თუმცა სხვაობის შემცირება ვერ შეძლო.

უნგრეთის ჩემპიონატი
ბაჩანა არაბულის "ბალმაზივაროში" მე-6 ტურში სტუმრად "პუშკასთან" 1:2 დამარცხდა. სტუმართაგან ერთდერთი გოლი 64-ე წუთზე პენალტიდან არაბულმა გაიტანა. ეს არაბულის რიგით მეორე გოლია უნგრული გუნდის მაისურით.

ავსტრია. ბუნდესლიგა

გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" მე-5 ტურში შინ "შტურმთან" ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ქვილითაია 46-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული