ნუნუ კამპუში: დავით ხოჭოლავას "შახტარში" ძალიან საინტერესო მომავალი აქვს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ნუნუ კამპუშმა უკრაინულ footboom.com-თან ინტერვიუში გუნდის ქართველ მცველზე დავით ხოჭოლავაზეც ილაპარაკა.

"ხოჭოლავას, რომელიც კლუბმა უფასოდ აიყვანა, აქვს პოტენციალი, მას ძალიან საინტერესო მომავალი ელოდება "შახტარში", ამჟამად კი ის ჯერ კიდევ ადაპტაციას გადის დაცვაში თამაშის ჩვენს სისტემასთან", - თქვა კამპუშმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველი დონეცკურ გუნდში ამ ზაფხულს გადავიდა, თუმცა მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არცერთი მატჩი ჩაუტარებია. ხოჭოლავას ამჟამად მცირე ტრავმა აქვს, რის გამოც ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული