გიორგი არაბიძემ "შახტარის" 21-წლამდელებში საჯარიმოდან გაიტანა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატში საჯარიმო დარტყმით მორიგი გოლი გაიტანა.

18 აგვისტოს გამართულ ახალგაზრდული პირველობის VI ტურის მატჩში "შახტარმა" "ოლიმპიკს" ანგარიშით 3:0 სძლია, არაბიძემ კი ანგარიში მე-40 წუთზე, ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გახსნა.

გიორგიმ მოედანზე 65-ე წუთამდე დაჰყო, შეცვლამდე კი გაფრთხილების მიღება მოასწრო. მისმა გუნდმა ამ გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეშია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძის ტრანსფერით თურქული "გალათასარაია" დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა უნდა დონეცკსჰი,ცავიდეს მოსკოვის "ლოკომოტივსჰი " ან სერია "ა" სჰი...იკ ნახდათ ითამასჰებს უმახლებს დონეზე
otar
17:58 19-08-2017
0
top chempionatshi unda gadavides saswrafod. dgeebi ar itmens. rac ufro male mit uketesi misi nichis progresistvis
manchester 1
12:22 19-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული