"ვიტესმა" ისევ მოიგო, გურამ კაშიამ გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 აგვისტოს, ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-2 ტურში არნემის "ვიტესმა" გასვლაზე კერკრადეს "როდა" დაამარცხა (3:1).

შეხვედრა კვლავ შეუცვლელად ჩაატარა სტუმართა გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ და მე-80 წუთზე ალექსანდერ ბიუტნერის პასით, კოხტა თავური გოლიც გაიტანა.

ამ შეხვედრას "როდას" 19 979-იან სტადიონზე 12 004 მაყურებელი დაესწრო. კაშიას გუნდი დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ნიდერლანდების პირველობის სტარტზე მიჯრით მეორე გამარჯვება მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული