თემურ ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა?

AutoSharing Option
რუსული საიტის, matchtv.ru-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, კლუბის ოფიციალური საიტი კი იუწყება, რომ 49 წლის ქართველი სპეციალისტი გუნდს მხოლოდ უახლოეს მატჩში ვერ უხელმძღვანელებს და ეს ოჯახური მიზეზითაა განპირობებული.

რუსეთის პირველ დივიზიონში მოთამაშე "ორენბურგს" უახლოესი შეხვედრა "ლუჩ ენერგიასთან" აქვს და გუნდს უფროსი მწვრთნელი ილშატ აიტკულოვი უთავკაცებს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ბოლო, მე-8 ტურის შეხვედრაში "ორენბურგი" სტუმრად "ყუბანთან" 1:4 განადგურდა, რის გამოც კლუბის გულშემატკივრებმა თემურ ქეცბაიას თანამდებობიდან გაშვება მოითხოვეს.

- "ორენბურგის" ფანები თემურ ქეცბაიას გაშვებას ითხოვენ

შეგახსენებთ, რომ 49
წლის ქართველმა სპეციალისტმა გუნდი სეზონის წინ ჩაიბარა და მიზნად პრემიერლიგაში დაბრუნება დაისახა. მას ასისტენტობას სოსო ჭედია უწევს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თემურ ქეცაბიამ დილით თავი არ გადაიპარსა?
ნიჭიერი ჟურნალისტი
12:26 16-08-2017
0
ამ ხასიათის კაცმა სხვა რამეს მოკიდოს ხელი , აი მაგალითად კვიპროსში თუ საბერძნეთში ხომ ირჩევდნენ პარლამენტში.
კოტე
11:41 16-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული