ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თემურ ქეცბაია: ვერაფრით ამიხსნია, ასე როგორ უნდა წააგო, გაუშვა ასეთი გოლები

AutoSharing Option
რუსეთის პირველი ლიგის გუნდის, "ორენბურგის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ბოლო ტურში დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

13 აგვისტოს, ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად კრასნოდარში "ყუბანთან" 1:4 დამარცხდა.

"ვერაფრით ამიხსნია, არცთუ ურიგო თამაშიდან სამი დღის შემდეგ, იმავე შემადგენლობით ასე როგორ უნდა წააგო, გაუშვა ასეთი გოლები... ნებისმიერ ლიგაში მთავარია - არ გაუშვა, მაგრამ ჩვენ ორი ბურთი უკვე პირველ ტაიმში მივიღეთ. ამის შემდეგ თამაშის ბედის შემობრუნება ძალიან ძნელია.

ასეთ შეცდომებს დაცვაში არავინ გპატიობს. ვერც იმას ვიტყვით, რომ მომენტები არ გვქონდა - მომენტები
იყო, გუნდი ცდილობდა...", - თქვა ქეცბაიამ, რომლის გუნდს 8 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ასევე დაგაინტერესებთ