ლეგიონი გუშინ: გურამ კაშიამ ჩემპიონატი მოგებით გახსნა

AutoSharing Option
12 აგვისტოს ქართველის ფეხბურთელების რამდენიმე გუნდმა ითამაშა.

უზბეკეთი. პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა
შოთა არველაძის "ფახთაქორმა" მე-17 ტურში ფარგონას "ნეფთჩის" უმასპინძლა და ანგარიშით 6:0 დაამარცხა. "ფახთაქორი" 28 ქულით მე-4 ადგილზეა.

აშშ. MLS
დასავლეთის კონფერენcიის 24-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" სტუმრად "ჰიუსტონთან" ანგარიშით 0:3 დამარცხdა. ყაზაიშვილი მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა.

უკრაინა. პრემიერლიგა
დავით ხოჭოლავას "შახტარმა" მე-5 ტურში "ოლექსანდრიას" ესტუმრა და ანგარიშით 2:1 მოუგო. ხოჭოლავა განაცხადში არ იყო.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა.
გიორგი ჭანტურიშვილის "ტრნავამ" მე-5 ტურში სტუმრად "რუზომბეროკს" 2:0 სძლია. ჭანტურიშვილმა სრულად ითამაშა.

გიორგი ბერიძის
"ტრენჩინი" შინ "პოდბრეზოვას" 1:1 დაუზავდა. ბერიძემ სრულად ითამაშა.

რუსეთი. პრემიერლიგა
ჯიმი ტაბიძის "უფამ" მე-6 ტურში "როსტოვს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა. ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა.

მოსკოვის ცსკამ ჯანო ანანიძის "სპარტაკს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ანანიძე მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა.

ჯაბა ლიპარტიას "ანჟიმ" მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ლიპარტია მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა.

ჰოლანდია.ერედივიზიე
არნემის "ვიტესმა" ჩემპიონატი "ბრედას" გამარჯვებით გახსნა. გურამ კაშიას კაპიტნობით არნემელებმა მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. კაშიამ გუნდს ბოლომდე უკაპიტნა.

ყაზახეთი. პრემიერლიგა.
ნიკა კვეკვესკირის "ტობოლი" 23-ე ტურში "კაისარს" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

უნგრეთის ჩემპიონატი
ბაჩანა არაბულის "ბალმაზივაროში" მე-5 ტურში სტუმრად "ჰალადასთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა. არაბული მე-80 წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ადმინთან თხოვნა: სანამ ინფო დაიდება, თხოვნა იქნება ტექსტი გადაკითხული იქნას, რათა გრამატიკული შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
უზბეკეთი და აშშ მიმოხილვა სავსეა შეცდომებით.
დათო
16:09 13-08-2017
1
Daabrunet dzveli dizaini
giorgi
15:03 13-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული