ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასმა და გატანილმა პენალტმა "სან ხოსეს" ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასმა და პენალტების სერიაში გატანილმა გოლმა "სან ხოსეს" აშშ-ის ღია თასის გათამაშების ნახევარფინალში ვერ უშველა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გუნდი სტუმრად "კანზას სიტის" დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ პენალტების სერიაში დამარცხდა.

არადა, "სან ხოსესთვის" ყველაფერი კარგად დაიწყო - უკვე მე-4 წუთზე ვაკოს პასით დენი ჰოესენმა გაიტანა, მაგრამ სტუმრებმა ანგარიშში უპირატესობა პირველსავე ტაიმში დათმეს.

ფინალისტის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. ყაზაიშვილმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა ვერ იყოჩაღეს და ფინალში "კანზას სიტი" გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული