"ლოკომოტივის" პრეზიდენტი: საბა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალური მცველია!

AutoSharing Option
"ლოკომოტივის" პრეზიდენტი ილია გერკუსი "რუბინთან" შეხვედრაში საბა კვირკველიას გოლს გამოეხმაურა.

9 აგვისტოს გამართულ რუსეთის პრემიერლიგის V ტურის შეხვედრაში მოსკოვის "ლოკომოტივი" მარცხს სწორედ ქართველი მცველის გოლის (92) წყალობით გადაურჩა - ფრე 1:1. შეგახსენებთ, რომ კვირკველია უწინ სწორედ "რუბინის" ღირსებას იცავდა, სადაც საერთოდ არ ათამაშებდნენ.

- ლეგიონი გუშინ: საბა კვირკველიას გოლი და შურისძიება "რუბინთან" [VIDEO]

"ეს თამაში კორიანმა, გალაჯანმა და რაღა თქმა უნდა, კვირკველიამ გადაარჩინეს. ემოციური თვალსაზრისით, უბრალოდ გიჟური მატჩი გამოვიდა. გოლი ჩვენმა აღზრდილმა გაგვიტანა, "რუბინს" კი - მისმა ყოფილმა ფეხბურთელმა.

"ლოკოში"
კვირკველიას მოსვლა? ვარიანტებს ვეძებდით. იმ პერიოდში საბა არ თამაშობდა, მაგრამ მას ძალიან უნდოდა მოედანზე დაბრუნება. ის ჩემპიონატის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. თავიდან იჯარა განხორციელდა, შემდეგ - სრულფასოვანი ტრანსფერი. მას სურდა "ლოკომოტივში" დარჩენა. ასე რომ, ყველაფერი გამჭვირვალეა", - თქვა პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული