ლეგიონის უქმეები: პენალტებში წაგებული სუპერთასი და 3 გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სამი ქართული გოლი გავიდა, გურამ კაშია და მისი გუნდი კი ძალიან ახლოს იყვნენ ჰოლანდიის სუპერთასის მოგებასთან. აი, ჯანო ანანიძე კი სეზონის ჩაგდების საფრთხის წინაშეა - "სპარტაკში" იგი, უბრალოდ, აღარ სჭირდებათ...

ჰოლანდია, სუპერთასი.
როტერდამში გურამ კაშიას "ვიტესი" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა ჩემპიონ "ფეიენოორდთან". ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში "ფეიენოორდმა" იყოჩაღა - 4:2. "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუგალია, პრიმეირა.
"მორეირენშემ" ახალი სეზონი გიორგი მაკარიძის გარეშე დაიწყო, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, ტრავმირებულია.

გერმანია, II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიამ გამოჯანმრთელება ვერ
მოასწრო და "უნიონის" რიგებში მისი დებუტი ჯერ არ შედგა, ბერლინელებმა 4:3 მოუგეს "ჰოლშტაინს".

არც "ნიურნბერგის" ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელს უთამაშია, მისმა გუნდმა სტუმრად "რეგენსბურგს" 1:0 სძლია.

იტალია, თასი.
"სპეციამ" 3:0 მოუგო "რეჯანას", თუმცა გამარჯვებულთა რიგებში არ უთამაშია ირაკლი შეყილაძეს. გადაწყვეტილია, რომ მას სხვა გუნდში გაანათხოვრებენ.

"ემპოლი" თასის გათამაშებას უკვე გამოეთხოვა, რადგან პენალტებში წააგო "რენატესთან" - 3:4. ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" "ვისლასთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი 95-ე წუთზე გამოცვალეს. საინტერესოა, რომ მასპინძლებმა გოლი ამის მერე გაუშვეს.

"პოგონი" სტუმრად "ზაგლებიესთან" 0:3 განადგურდა. ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მათე ცინცაძე განაცხადში არ იყო.

პოლონეთი, I ლიგა.
ლუკა ასათიანის (სათადარიგო) "სუვალკი" "გრუძიაძთან" 0:2 დამარცხდა.

ავსტრია, ბუნდესლიგა.
ვენის დერბი "რაპიდსა" და "აუსტრიას" შორის 2:2 დასრულდა. "რაპიდის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია.

ავსტრია, I ლიგა.
ლევან ელოშვილის (58-ე წუთზე შევიდა) "კაპფენბერგერი" სტუმრად "ვატენსთან" 1:3 დამარცხდა.

ავსტრია, რეგიონალლიგა.
ლუკა ძიძიგურის (90 წთ) "გრიოდიკი" სტუმრად "დორნბირნს" დაუზავდა - 0:0.

დანია, სუპერლიგა.
დავით სხირტლაძის "სილკებორგი" სტუმრად "ჰორსენსთან" 0:1 დამარცხდა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

წააგო საბა ლობჟანიძის "რანდერსმაც", რომელიც "ჰობროს" ესტუმრა - 0:2. ჩვენებური 82-ე წუთზე შეცვალეს.

დანია, I დივიზიონი.
ქართული დაპირისპირება არ შედგა "ვიბორგისა" და "ესბიერგის" თამაშში, მასპინძელთა რიგებში არ ყოფილა მათე ვაწაძე, ხოლო სტუმრებში - ბუდუ ზივზივაძე. მხოლოდ ლაშა პარუნაშვილმა ითამაშა "ესბიერგის" რიგებში შეუცვლელად.

რუმინეთი, ლიგა 1.
ნიკა ძალამიძის დებიუტი "იუვენტუსში" არ შემდგარა, ბუქარესტის გუნდმა მის გარეშე დათმო სტუმრად "ტიმიშოარასთან" - 1:2.

უნგრეთი, OTP ბანკ ლიგა.
"ბალმაზივაროშმა" 4:0 გაანადგურა "დიოშდიორი". ქართული დერბი არ შედგა, რადგან დიდი ხანია, სტუმართა რიგებში ბუბა დაუშვილი არ ჩანს. გამარჯვებული გუნდის ქართველებიდან კი მხოლოდ ბაჩანა არაბულმა ითამაშა (76-ე წუთზე შეცვალეს), ირაკლი მაისურაძის დებიუტი გადაიდო.

სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.
აქ ქართული დუელი ვიხილეთ - ვახტანგ ჭანტურიშვილის "ტრნავამ" გიორგი ბერიძის "ტრენჩინს" 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში 79-ე წუთზე შეცვალეს ჭანტურიშვილი, ბერიძემ მეორე ტაიმი ითამაშა.

ფინეთი, იუკონენლიგა.
ირაკლი სირბილაძის გუნდი მარცხისგან ქართველის გოლმა იხსნა, 2:2 "ჰაკასთან". ჩვენებურმა მეორე ტაიმი ითამაშა.

რუსეთი, პრემიერლიგა.
მოსკოვის "ლოკომოტივს" 4 თამაშიდან 12 ქულით უნაკლო სტარტი აქვს, ხოლო მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი საბა კვირკველიაა. ამჯერად, "ლოკომოტივმა" "სკა-ხაბაროვსკი" 1:0 დაამარცხა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და "ჩემპიონატისგან" 7 ქულა დაიმსახურა. წაგებულთა რიგებში გიორგი ნავალოვსკიმ 90 წუთი ითამაშა, ჩვენებურს 5,5 ქულა დაუწერეს.

ჯიმი ტაბიძის "უფამ" 3:2 მოუგო "ახმატს". 6,5 ბალი - ჩემპიონატის შეფასებით.

ჯაბა ლიპარტია 63-ე წუთზე გამოჩნდა "როსტოვთან" 0:1 წაგებულ მატჩში (6 ბალი).

გია გრიგალავას "არსენალი" შინ "ტოსნოსთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებური, მოგეხსენებათ, ტრავმირებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის მორჩენის მერე გიორგი ჭანტურია დიდებულად დაბრუნდა, "კრასნოდართან" საგარეო მატჩში (1:1) მისთვის მხოლოდ ბოლო წუთები გაიმეტეს, ჩვენებური 86-ე წუთზე შევიდა. მასპინძელთა რიგებში ტრავმა ჯერ ბოლომდე ვერ მოირჩინა თორნიკე ოქრიაშვილმა.

"ზენიტმა" ჩემპიონი "სპარტაკი" 5:1 გაანადგურა, ჯანო ანანიძე კი კვლავ სათადარიგო იყო.

რუსეთი, I ლიგა.
თემურ ქეცბაიას "ორენბურგმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ფაკელს". ქართველი მწვრთნელის გუნდში კვლავ არ ყოფილა ელგუჯა ლობჯანიძე. გიორგი ლორიას (ტრავმა) "კრილია სოვეტოვმა" 1:0 მოუგო "ვოლგარს".

უკრაინა, პრემიერლიგა.
დავით ხოჭოლავას "შახტარმა" "მარიუპოლს" 3:1 მოუგო. ქართველი მცველი სათადარიგო იყო.

ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
ოთარ ჯავაშვილის (90 წთ) "სლავია" სტუმრად დაუზავდა "გოროდეიას" - 0:0.

გიორგი ქანთარიას (90 წთ) "ნემანი" შინ დაუზავდა "ისლოჩს" - 1:1, ხოლო ვაკო გვილიას (სათადარიგო) ბატე სტუმრად "მინსკთან" დამარცხდა - 0:1.

ესტონეთი, მეისტრილიგა.
მორიგი, მე-12 გოლი გაიტანა ჩემპიონატში ზაქარია ბეგლარიშვილმა, მისმა "ფლორამ" სტუმრად 8:1 გაანადგურა აუტსაიდერი "პარნუ". ჩვენებური შესვენებაზე შეცვალეს, როცა სტუმრები უკვე 5:1-ს იგებდნენ. ერთ ტაიმში ბეგლარიშვილმა გოლი და 2 საგოლე პასი მოასწრო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიტვა, A ლიგა.
ლევან მაჭარაშვილის (90 წთ) "შტუმრასი" სტუმრად "სუდოვასთან 2:4 დამარცხდა.

აშშ, MLS.
"სან ხოსემ" "კოლამბუსი" 2:1 დაამარცხა. ამჯერად, გამარჯვებულთა რიგებში ითამაშა ვაკო ყაზაიშვილმა, მაგრამ იგი მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, როცა საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

უზბეკეთი, ოლიილიგა.
ჩემპიონატის II წრე ქართული გოლით დაიწყო - "ოლმალიქი" 1:1 დაუზავდა "ბუხოროს", მასპინძელთა გოლი შოთა გრიგალაშვილის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შოთა არველაძის დებიუტი "ფახთაქორის" თავკაცის პოზიციაზე წარუმატებელი აღმოჩნდა, ტაშკენტელები სტუმრად "ყიზილყუმს" დაუზავდნენ - 1:1.

კორეა, ჩელენჯლიგა.
"დაეჟეონმა" "სუვონ სიტის" 2:0 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში 54-ე წუთზე გამოჩნდა ლევან შენგელია, რომელსაც ამ სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯანო ანანიძე ჰოლანდიის ჩემპიონატში თუ გამოდგება,სადაც ფიზიკურად დიდად წარმოსადეგი ბიჭები ნაკლებადაა....ან ჩინეთის სინხუაში...
status quo
20:32 07-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული