გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსასთან" ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება. სეგუნდა დივიზიონის (ლა ლიგა 1|2|3) არაგონულმა კლუბმა მესამე მარცხი იწვნია ამხანაგურებში - "ვილიარეალის" B გუნდთან ანგარიშით 1:3 წააგო.
ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ერთი ასპროცენტიანი საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ "ვილიარეალის" გოლკიპერმა მოუგო დუელი.