ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

დე ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ახალი იდეა აქვს - რა პუნქტის შეტანას აპირებს "ნაპოლის" პრეზიდენტი კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტში

AutoSharing Option
Il Mattino წერს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას აპირებს, ოღონდ კონტრაქტში სპეციალურ პუნქტს შეიტანს.

"დე ლაურენტისი დააკმაყოფილებს ხვიჩას ეკონომიკური თვალსაზრისით და კონტრაქტში კორექტირება მალე შევა. ახალი შრომითი ხელშეკრულებით ქართველი 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ახლა კი მისი გასამრჯელო 1,2 მილიონია.

"ნაპოლის" პრეზიდენტის იდეა და შეთავაზება იქნება, რომ კონტრაქტში შევიდეს გამოსასყიდი თანხის პუნქტი. იმ გუნდს, რომელსაც კვარაცხელიას შეძენა მოუნდება, 150 მილიონი ევროს გაღება მოუწევს და შესაძლოა, ეს შრომით ხელშეკრულებაშიც ჩაიწეროს", - წერს გამოცემა.
ასევე დაგაინტერესებთ