ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
FIFA-მ 4 აპრილს ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. "ჯვაროსნებმა" ორი საფეხურით წაიწია წინ და ამჟამად 75-ე პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ თვეში ორი მატჩი ითამაშა. ჯერ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს 2:0 სძლია, შემდეგ კი ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

გერმანიაში გასამართი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი იქნებიან.
ასევე დაგაინტერესებთ