ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ირაკლი კობახიძე: ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და სფფ-ის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

AutoSharing Option
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 26-ვე ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

"გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდებით დაჯილდოების თაობაზე.

მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომლებიც იყვნენ გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე.

ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ
შეიძლება მიიღონ ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრებს, ფედერაციას და დარწმუნებული ვარ, წინ გველის დიდი გამარჯვებები და წარმატებები. რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს", - თქვა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს პენალტებში 4:2 სძლია და ამ პრესტიჟული ტურნირის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ასევე დაგაინტერესებთ