ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"ფავორიტები არ ვართ, მაგრამ..." - ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მოახლოებულ მატჩზე

AutoSharing Option
ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პოლ ფილიპმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა, სადაც მისი ქვეყნის ნაკრები 21 მარტს, ნახევარფინალში, გასვლაზე საქართველოს დაუპირისპირდება.

მისი თქმით, ლუქსემბურგი აუტსაიდერია, მაგრამ ოცნების უფლება ყველას აქვს.

"სულაც არ ველოდით პირდაპირ კვალიფიკაციას ევრო 2024-ზე, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ იოცნებოთ.

"არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და არასდროს ვაპირებთ ევროპის ჩემპიონობას. ის ფაქტი, რომ ასეთ მაღალ დონეზე ვთამაშობთ, არაჩვეულებრივია.

"ამ მატჩებში ჩვენ ნამდვილად არ ვართ ფავორიტები. მაგრამ ფეხბურთში ბევრი რამ არის შესაძლებელი".

ფილიპმა ის
პერიოდი გაიხსენა, როდესაც ეროვნულ ნაკრებში თავად ასპარეზობდა:

"იმ დროს ჩვენ გვყავდა ცოტა ან საერთოდ არ გვყავდა პროფესიონალი მოთამაშე. ეს იყო დიდი მინუსი. შემდეგ, 2001 წელს, ჩვენ შევქმენით ჩვენი ეროვნული საფეხბურთო აკადემია, მე მჯერა, რომ ეს იყო დასაწყისი ჩვენი წარმატებისა. 

ჩვენი წარმატების გასაღები იყო საფეხბურთო აკადემიის შექმნა, სადაც 12-19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელები ვარჯიშობენ თითქმის ყოველდღე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში თამაშობენ.

20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჩვენი აკადემიის წყალობით, ჩვენ გვყავს დაახლოებით 20 პროფესიონალი, რომლებიც თამაშობენ საზღვარგარეთ", - ციტირებს ფილიპს BBC.
ტეგები: