"შესაძლოა, ქართველად არ მთვლიან... საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ისეთ მოთამაშეს იწვევენ..." - კვეკვესკირი ეროვნული ნაკრებიდან უყურადღებობაზე საუბრობს

AutoSharing Option
34 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ირაკლი კვეკვესკირმა RB Sport-თან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საქართველოს ნაკრებში არ ეძახიან.

გამოცდილი შუახაზელი ამჟამად "ფაკელში" თამაშობს, იქამდე კი სკას, "არარატის", "ალაშკერტის", "გურიას", ერევნის "მიკას", ბათუმის "დინამოსა" და "პეშჩის" ღირსებას იცავდა. მას ორმაგი მოქალაქეობა, რუსული და ქართული აქვს. 

"ვისურვებდი, რომ მარტის თამაშებისთვის საქართველოს ნაკრებში გამომიძახონ (ინტერვიუ ჩაწერილია სანაკრებო სიის გამოქვეყნებამდე), მაგრამ ვფიქრობ, ასე არ მოხდება.

ისინი არასდროს მაქცევდნენ ყურადღებას და არ ვიცი, ასე რატომ ხდება. საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ისეთ მოთამაშეს იწვევენ, რომლებიც არ თამაშობენ თავიანთ
კლუბებში ან თამაშობენ სუსტ ლიგებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველად არ მთვლიან.

ეს მათი უფლებაა და ამას დიდი ხნის წინ შევეგუე", - თქვა კვეკვესკირმა.
მკითხველის კომენტარები / 42 /
არ ვიცი მარა,ნაკრებში ერთი კვეკვესკირი არ არის საკმარისი?!
როკო
16:18 15-03-2024
0
შეიძლება ამხანაგური თამაში დაიგეგმოს სადაც ყველა პერსპექტიული და ამბიციური ფეხბურთელი შემოწმდება.
გიორგი
09:58 14-03-2024
1

სიახლეები პოპულარული