საქართველო - ლუქსემბურგი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინრეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა შეიყვანოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვნის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება და 21:00
საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

წყარო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბარემ ცნობა ნარკოლოგიურდანაც მოგეთხოვათ ბილეტის შესაძენად რა უბედურებაა ამდენი ცნობა მთელი დგეა რიგში ვარ და ალბათ გამის გათენება მომიწევს რომ 2 ბილეთი შევიძინო . ადამიანურად გაყიდეთ რა სალაროებში რეებს იგონებთ კარგით რა
gio9
20:23 27-02-2024
0
მთელი დღეა რიგში ვდგევარ დაღამდა და კიდევ 41000 ადამიანია ჩემს წინ კარგით რა რა სისულელებს იგონებთ პირადობაო, მაილიო, ცნობა ნარკოლოგიუიდანო, ცნობა პსიქიატრიულიდანო და უკვე აღარ მინდა წასვლა) გაყიდეთ რა სალაროში ადამიანურად და მარტივად...
გიო9
20:03 27-02-2024
1

სიახლეები პოპულარული