ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"ეს იყო შეცდომა, ადამიანური გადაცდენა..." - ლევან კობიაშვილი

AutoSharing Option
Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა.

"პირველი აღვნიშნავ იმას, რომ მე სამწუხაროდ, არ ვიყავი ესპანეთში სტუმრად, მქონდა ამის მიზეზი და ფაქტი, რომელიც გავიგე, იყო. რა ვიცი, რა გითხრათ. წარმოუდგენელი რაღაცაა, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იყო ის შეცდომა, რაც მოხდა. ძალიან ძნელად გასაგები და ასახსნელიც, თუმცა, ფაქტია, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო შეცდომა, გინდა ადამიანური გადაცდენა დავარქვათ.

არის სამწუხარო შეცდომა, რომელმაც მე პირადად და, დარწმუნებული ვარ,
ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრისა და ნებისმიერი ამ ქვეყანაში ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ძალიან ძნელი ასახსნელი იყო".


ასევე დაგაინტერესებთ