ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთები ონლაინ-რეჟიმში უკვე იყიდება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, საქართველო-ირლანდიის ბილეთების გაყიდვა ონლაინ-რეჟიმში დაიწყო.

შეხვედრა 2 სექტემბერს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

გულშემატკივარს მატჩის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ამ ბმულზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა "დინამო არენის" სალაროებში, მოგვიანებით, 26 აგვისტოდან დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ