"13-14 წლის ბავშვები მწერდნენ, წადი ნაკრებიდან, ეროვნულ გუნდში რა გესაქმებაო"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ამერიკული "სან ხოსეს" ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ახალ გუნდზე, გარემოსა და ნაკრებზე ისაუბრა.

ჩვენ გთავაზობთ იმ მონაკვეთს, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილის სერბეთთან მატჩში მომხდარ ეპიზოდზეა საუბარი.

- ვაისმა თქვა, სერბეთთან მატჩის შემდეგ ვაკო ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, მთელი ღამე არ უძინიაო. მართალია?
- მართლა ცუდად ვიყავი. პირველად აღმოვჩნდი ვითარებაში, როცა ყველგან ჩემზე წერდნენ და ლაპარაკობდნენ... 13-14 წლის ბავშვები მწერდნენ, წადი ნაკრებიდან, ეროვნულ გუნდში რა გესაქმებაო!

საბედნიეროდ, დროულად მივხვდი, რომ ასეთი რაღაცებისთვის ყურადღება აღარ უნდა
მიმექცია. არადა, ფაქტობრივად, მე დამბრალდა იმ თამაშის წაგება.

ისე გამოვიდა, თითქოს დავინახე ჯანო, მაგრამ ეგოისტურად მოვიქეცი და ბურთი არ გადავაწოდე... სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ვერ შევამჩნიე, თორემ რომ დამენახა, აუცილებლად მივცემდი პასს! მაგრამ ჯერ 24 წლის ვარ და კიდევ ბევრი რამის სწავლა შემიძლია. თუ "სან ხოსეში" კარგად ვითამაშებ, ძლიერ ევროპულ კლუბში გადასვლაც შეიძლება.

ავტორი: რატი შელეგია

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 21 /
ამდენი ბოღმა.
საჩხერელი
11:03 12-08-2017
0
ფეხბურთი ისეთი რამეა,რომ უნდა ისიამოვნო და მაყურებელიც ასიამოვნო! მაგ:ბრაზილია როცა წაგებს მისი თამაშით მაინც კმაყოფილი ხარ იმიტომ,რომ კარგად და გულიანად თამაშობენ.ესენი კი არაფრად დაგიდევენ მაყურებელს და არ იხარჯებიან! მაგალითისთვის ქეცბაიას თამაში აიღეთ,რომელიც თავს დებდა მოედანზე და ხალხიც აფასებდა.ის ყოველთვის მთელი არსებით იყო ჩართული თამაშში,მაგრამ დანარჩენები თამაშობდნენ უგულოდ!მიბაძონ ქეცბაიას "ჟილკაში" და მიიღებენ შედეგს!ამ პატარებს კი ფსიქოლოგების დახმარება სჭირდებათ,ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ თავზე.
irakli1
10:36 12-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული