ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, 32 წლის ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა და კარიერას თბილისის "დინამოში" განაგრძობს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ხვალ, 4 აპრილს, გამოცდილი ფეხბურთელი 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს

ოქრიაშვილი, რომლის ბოლო კლუბიც "გაგრა" გახლდათ, დედაქალაქურ გუნდში რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა.

სავარაუდოდ, 8 აპრილს ბათუმის "დინამოსთან" დაპირისპირებაში ის განაცხადშიც მოხვდება.