ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ბათუმის "დინამომ" 25 წლის უკრაინელი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" გვაუწყა, რომ კლუბის რიგებს 25 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველი იევჰენი ჩაჰოვეცი შეუერთდა.

ის ბოლოს ლიეტუვის უმაღლესი ლიგის "რიტერიაეშში" თამაშობდა, სადაც 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გუნდი ბოლო ადგილზე გავიდა და დაქვეითდა.

ჩაჰოვეცი კარიერას დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში იწყებდა, რის შემდეგაც იყო ბელარუსული "მინსკი" და ყაზახური "ორდაბასი".

შეგახსენებთ, რომ გუშინ "დინამო" 27 წლის მცველმა გრიგოლ ჩაბრაძემ დატოვა, რომელიც ირანის ისპაჰანის "ზობ აჰანში" გადავიდა.