ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი რუსეთში გადაბარგდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 24 წლის გვინეელი თავდამსხმელი უსმანე კამარა კარიერას რუსეთში გააგრძელებს, - იტყობინება "ჩემპიონატი".

კამარას ტრანსფერში "ასტანა" მზად იყო 200 ათასი ევრო გადაეხადა, მაგრამ "ურალმა" თბილისის "დინამოს" 380 ათასი შესთავაზა და მხარეები შეთანხმდნენ.

"ურალი" რუსეთის პრემიერლიგაში მე-12 ადგილზეა და შემდეგ მატჩს 3 მარტს გროზნოში "ახმატთან" ჩაატარებს.