ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება

AutoSharing Option
"დინამო თბილისსა" და ბუდაპეშტის "ფერენცვაროშს" შორის გიორგი ხარაიშვილის იჯარასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი თბილისურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

​გიორგი ხარაიშვილი "დინამო თბილისს" 2023 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ნახევარმცველმა ლურჯ-თეთრების რიგებში 25 მატჩი გამართა. მის ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

fcdinamo.ge