ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

კახა კაშია "საბურთალოს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ კახა კაშიამ “საბურთალოს” აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

კაშია “საბურთალოში”, ფაქტობრივად, კლუბის დაარსების დღიდან მუშაობდა, 2015 წლიდან კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ამ წლებიდან მოყოლებული, “საბურთალო” პირველი ლიგის (2015) გამარჯვებული გახდა, მოიგო ეროვნული ლიგა (2018), ასევე ორჯერ დავით ყიფიანის სახელობის თასი (2019 და 2021) და სუპერთასი (2020). გარდა ამისა, გუნდმა კიდევ ორჯერ ითამაშა სუპერთასის გათამაშებაზე (2019 და 2022).

კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით კახა კაშიას იმ შრომისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში გასწია! მას წარმატებებს ვუსურვებთ, როგორც საკუთარ
საქმიანობაში, ასევე ცხოვრებაში!

fcsaburtalo.ge